აღმკვეთი ღონისძიების მოლოდინშია ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირი. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ერთი ჭრილობა დანით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.