20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რუსულმა ძალებმა ღამით სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რუსულმა ძალებმა ღამით სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს. ხერსონის ოლქში გემს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დონეცკისა და ზაპოროჟიას ოლქებშიც.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მოხდა, სახლში დაბრუნდა 100 უკრაინელი, მათგან 20 ქალია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან 106 რუსი სამხედრო ტყვე დააბრუნეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, უცხოელ საბრძოლო ტიპის მფრინავებს უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს. რეზნიკოვის ინფორმაციიტ უკრაინას დამატებით 5 ათასამდე გამნაღმველი სჭიტრდება.

რაც შეეხევდა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას - გერმანიამ უკრაინას დამატებით ანძის სისტემები, დრონები და საბრძოლო მასალა გადასცა. დანია კი ზაფხულისთვის "ლეოპარდ 1-ის" ტანკებს და ჰაუბიცებს გადაცემს.

დღის ამბები