20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
ტერმინი "დამარცხება" უნდა გახდეს ტერმინ "აგრესორის" თანამგზავრი და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ტერმინი "დამარცხება" უნდა გახდეს ტერმინ "აგრესორის" თანამგზავრი და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეების უკან დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრძელებენ მუშაობას საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობების გაფართოებაზე.

"გვაქვს კარგი სიახლეები ჩვენი გუნდისგან, რომელიც ტყვეთა გაცვლაზე მუშაობს. მოვახერხეთ 100 მცველის სახლში დაბრუნება. 80 კაცი და 20 ქალი. ესენი არიან ჯარისკაცები, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიელები და სხვათა შორის, მათ შორის არიან აზოვსტალის მცველებიც. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად

ვაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობების გაფართოებას. ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის თავდაცვას რუსული ტერორისგან, ყველაფერი, რაც ჩვენს ჯარისკაცებს აძლევს მეტ შესაძლებლობას აქტიური გადაადგილებისთვის - ეს ყველაფერი იცავს თითოეულ ადამიანს პარტნიორ ქვეყნებში, ევროპაში და მსოფლიოში.

ტერმინი "დამარცხება" ტერმინ "აგრესორის" კომპანიონი უნდა გახდეს და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინაზე ზრუნავს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები