20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
სექსუალური მომსახურების მიზნით თავშესაფრიდან გამოყვანილი 14 წლის გოგონა და დაჯგუფება, რომლის მთავარი მოწმე ახალგაზრდა ქართველი მამაკაცია

უკვე რამდენიმე დღეა ბერძნული მედია აქტიურად აშუქებს 14 წლის მოზარდის შოკისმომგვრელ საქმეს. დაკავებულია სუტენიორთა სამკაციანი ჯგუფი. დანაშაულში ფიგურირებს ახალგაზრდა ქართველი მამაკაციც. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თავშესაფარში მცხოვრები 14 წლის გოგო დაწესებულებიდან გამოიყვანეს, სასტუმროში მიიყვანეს და ის სექსუალური მომსახურების მიზნით მამაკაცს გადასცეს.

დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასტუმროს ნომერში მოზარდი გოგონა გააუპატიურეს, გადაუღეს სექსუალური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები ჩანაწერებს, ბავშვთა პორნოგრაფიის სახით არალეგალურად ყიდდნენ.

საქმის მთავარი მოწმე ახალგაზრდა ქართველი მამაკაცია. ახლა გამოძიება არკვევს, ჰქონდა თუ არა მას დანაშაულებრივი კავშირი სუტენიორთა დაჯგუფებასთან. მედიაში ქართველი მამაკაცის ჩვენება ვრცელდება, სადაც ჰყვება, თუ როგორ მიიყვანა სასტუმროს ნომერში 14 წლის გოგონა.

ეს ის დაწესებულებაა, სადაც არასრულწლოვანი გოგონა დროებით ცხოვრობდა. არსებობს ეჭვი, რომ ის არ ყოფილა ერთადერთი მოზარდი თავშესაფრიდან, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დაწესებულებაში მზრუნველობამოკლებული ათობით ბავშვი ირიცხება. ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა გოგონას სხვა, უსაფრთხო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

გამოძიება ახლა იკვლევს თუ რა როლი ჰქონდათ დანაშაულთან სხვა პირებს, მათ შორის ქართველ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

დღის ამბები