24 აგვისტო 2026,   09:35
ვრცლად
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის საკითხზე განხილვა აქტიურად მიმდინარეობს - თამარ გაბუნია განმარტავს, როდის იქნება შესაძლებელი წამლის ქვეყანაში შემოტანა

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის საკითხზე განხილვა აქტიურად მიმდინარეობს - ჯანდაცვის სამინისტროში პრეპარატ "ვოსორიტიდთან" დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები კეთდება.

ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვს პრეპარატის მწარმოებელთან, ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება პაციენტებისთვის "ვოსორიტიდის" სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფა, სამინისტრო მზადაა მედიკამენტის შემოტანა საქართველოშიც დაიწყოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს და ამით მოვახერხებთ იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გადავწყვიტოთ, რაც ბავშვებს მრავლობითი მიმართულებით შეიძლება ჰქონდეთ. განსაკუთრებით ექიმების მხრიდან გასაგები იქნება, თუ ისინი შემოუერთდებიან კონსტრუქციულ სამუშაო პროცესს, რომელიც მიმართულია ერთიანი პროტოკოლის და ასევე, ყველა იმ ობიექტური საფუძვლის მოკვლევისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ სწრაფად დავიწყოთ ქვეყანაში მედიკამენტის გამოყენება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება მზად არის, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ

 

დღის ამბები