21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს - როდის მოხდება მათი ევაკუაცია, ჯერჯერობით უცნობია

ევაკუაციის მოლოდინში - სუდანში მყოფი საქართველოს 33 მოქალაქე ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მუდმივი შეტაკებებია, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. აქედან, მათი შემდგომი ევაკუაცია უნდა მოხდეს. ქალაქში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში ვითარება არაპროგნოზირებადია. არც ერთმა დაპირისპირებულმა მხარემ არ შეასრულა 72-საათიანი ზავის პირობები, რომელიც პარასკევს დაიდო.

საჰაერო დერეფნის გახსნას და სუდანში ცეცხლის შეწყვეტას საქართველოსთან ერთად მსოფლიო სხვა ქვეყნებიც ელოდებიან. სუდანში საკვებისა და წყლის დეფიციტია, არ არის ელექტროენერგია, თუმცა იმ ადგილას, სადაც საქართველოს მოქალაქეები ამჟამად იმყოფებიან, ეს პრობლემა მოგვარებულია.

 

დღის ამბები