კელი დეგნანის თქმით, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი ძალიან სასარგებლოა და ბევრ სხვადასხვა პარლამენტში გამოიყენება. ელჩის გაბნმარტებით, იმედი აქვს, პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
"რაც შეეხება მეორე შეკითხვას, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიები შექმნა, როგორც მექანიზმი, რომ იმსჯელოს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თემებზე, რომლებიც შესაძლოა, მოითხოვს დიდ გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, უკეთესად იყვნენ ინფორმირებული.
ამ მექანიზმის შექმნის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო ტექნიკაა, მექანიზმი, რომელიც ბევრ სხვადასხვა პარლამენტში გამოიყენება. ასევე გამოიყენება ამერიკის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", – აღნიშნა კელი დეგნანმა.