15 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ფოთის-ხობისა და სენაკის სამაჟორიტარო ოლქი ერთადერთია, სადაც შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლებას ოპოზიციიდან კონკურენტი ჰყავს - როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი

ფოთის-ხობისა და სენაკის სამაჟორიტარო ოლქი ერთადერთია, სადაც შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლებას ოპოზიციიდან კონკურენტი ჰყავს. პარლამენტის მანდატისთვის "ქართულ ოცნებას" კახა კუკავას პარტია უპირისპირდება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.

"ეს არჩევნები მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რათა გაიმარჯვოს იმ ადამიანმა, ვინც საქმეს გააკეთებს,"- აცხადებს პარლამენტში ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი საქართველოდან" ბესიკ წულეისკირი.

ამ დროისთვის პროცესი საარჩევნო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. 

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია.

 

დღის ამბები