24 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
სამინისტრომ დააფიქსირა მზაობა სრულად დაფაროს ხარჯები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიმპტომური, მულტიდისციპლინარული მართვისთვის - თამარ გაბუნია 

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორგანიზაციის "პატარა ადამიანები საქართველოდან" წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში.

თამარ გაბუნიას თქმით, სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა.

მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა.

"სამინისტრო შექმნის სპეციალურ მექანიზმს მშობლების მონაწილეობისთვის. მშობლების წარმომადგენელი გახლავთ წევრი გაიდლაინების სამუშაო ჯგუფში, თუმცა თუკი სხვა მშობლებსაც აქვთ დასწრების სურვილი, ესეც შესაძლებელია უზრუნველყოფილ იყოს. 

იშვიათი დაავადებების სრულყოფილი მართვისთვის ვიცით, რომ მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინარული მიდგომა და სამინისტრომ დააფიქსირა მზაობა სრულად დაფაროს ხარჯები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიმპტომური, მულტიდისციპლინარული მართვისთვის, როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ, მწარმოებელთან დიალოგის პროცესი გრძელდება,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიურ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ "ვოსორიტიდის" მწარმოებელ კომპანისთან,

დღის ამბები