თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებლი, სერგო შუბითიძე, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხებოდა. სერგო შუბითიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო დამატებითი განმარტებების გარეშე, შუაღამისას დატოვა.
საქმე სამი წლის წინ გარდაცვლილ პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს ეხება.
ყოფილი გამომძიებლის გამოკითხვაზე დაბარებას წინ უძღოდა მისივე განცხადება, რომ მას ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.
აქცენტი გაკეთდა დაღუპულის მობილურ ტელეფონზეც. ამის მიუხედავად, შუბითიძე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი აცხადებდა, რის შემდეგაც დაიგეგმა მისი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა. პროკურურის თქმით, შუბითიძეს მიერ ნათქვამი ყველა ინფორმაცია დეტალურად გადამოწმდება.