გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა. ოთარ შამუგიამ მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ფერმერებისთვის ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, შერჩეულია 14 მეურნეობა, რომელიც 96 ფერმერს აერთიანებს. ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი, უკვე დაწყებულია.