ურსულა ფონ დერლაიენი კიევში ჩავიდა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა.
"კარგია კიევში დაბრუნება, სადაც ჩვენთვის ძვირფას ფასეულობებს ყოველდღე იცავენ. ასე რომ, ეს ადგილი შესაფერისია ევროპის დღის აღსანიშნავად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ 9 მაისი ევროპის დღედ აქ, უკრაინაშიც გამოცხადდეს," - წერს ურსულა ფონ დერლაიენი "ტვიტერზე".