28 აგვისტო 2026,   19:07
ვრცლად
საქართველოში სპორტფესტი წელს 20-21 მაისს, 12-დან 21 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება

პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში სპორტფესტი წელს 20-21 მაისს, 12- დან 21 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება.

ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ბეისბოლი, ფარიკაობა, და ველო სპორტი - ეს სპორტის იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდებათ.

სპორტფესტის მიზანია ქვეყანაში შეკრიბოს სპორტის მოყვარულები და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

დღის ამბები