ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "ექსპო ჯორჯიაში" მედიასთან შეხვედრა გაიმართა. მედიკოსებმა, დაავადების დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში, "ექსპო ჯორჯიაში" მისულ მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, უფასო სკრინინგის მომსახურებით ისარგებლონ. ღონისძიებას, საფრანგეთის ელჩის მოადგილე, ესწრებოდა.
"ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "სერვიე" თავის მხრივ ორი მიმართულებით ახორციელებს კომპანიას, რომელსაც აქვს საინფორმაციო სახე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაიგონ თუ რა არის არტერიული ჰიპერტენზია, როგორ უნდა ამოიცნონ ის, როდის უნდა მიმართონ ექიმს," - აცხადებს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაია ხეცურიანი.
საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რენეკა აცხადებს, რომ უფასო სკრინინგის მომსახურებით სარგებლობა როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ექნება შესაძლებლობა, გამოიკვლიონ საკუთარი ჯანმრთელობა. ამ დაავადებას შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგია, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თან არის უფასო. ვხედავ, რომ კარგად არის ყველაფერი ორგანიზებული, ქართველ ექიმებთან ერთად. როგორც ვიცი, მსგავსი რამ იქნება რეგიონებშიც და საქართველოს სხვადასვხა ქალაქში," - აცხადებს რიშარ რენეკა.