15 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აქცენტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

ილია დარჩიაშვილი და ხოსე მანუელ ალბარესი ერთმანეთს რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს მე-4 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. საუბრისას ხაზი გაესვა ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლს. ქართველმა მინისტრმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები