24 აგვისტო 2026,   05:46
ვრცლად
დღეს სასამართლო ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული შვიდი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

დღეს სასამართლომ ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული შვიდივე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა ყველა მათგანისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

რუსთავში, გარდაბანსა და გაჩიანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციებისას დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ. ამავე საქმესთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი - თურქეთის მოქალაქე, ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ აიყვანეს. მას ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ. ყველა დანარჩენი დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.

დღის ამბები