გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. მათი აზრით, თავდაპირველად, ინფექციური დაავადება სწორად არ მართეს, გართულების შემდეგ კი, ბავშვს საჭირო დახმარება არ გაეწია.
კლინიკა "გორმედში" ზეპირსიტყვიერად განმარტავენ, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარეს, ხოლო სტაციონარულ მკურნალობაზე თავად განაცხადეს უარი და კლინიკა თვითნებურად დატოვეს.
ფაქტის შესწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო.