უკრაინული სამხედროები ბახმუტში იმყოფებიან - ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, იაპონაში პრეს კონფერენციაზე გაავრცელა.
ზელენკის არ დაუკონკრეტებია, ბახმუტის რომელ წერტილში იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები, მაგრამ აღნიშნა, რომ ბახმუტი დღეისთვის, რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის დაპყრობილი.
"ჩვენი სამხედროები, დღეს, ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ, ისინი ბახმუტში იმყოფებიან. არ გავასაჯაროებ, ზუსტად რომელ წერტილში, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ბახმუტი დღეისთვის არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.