15 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა - პრემიერი

საქართველოში აფხაზეთობას აღნიშნავენ - თარიღთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი.

"ყველას, პირველ რიგში კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ.

ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთ-პატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები