15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და ნაკრების წევრებს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და ნაკრების წევრებს უმასპინძლა.

შალვა პაპუაშვილმა სპორტსმენებს დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიული შედეგები მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

"დღეს პარლამენტში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ნაკრების წევრებს ვუმასპინძლე. სპორტსმენებს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა გადავუხადე და წარმატებები ვუსურვე.

ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი სპორტის წახალისების და ახალგაზრდობის ჩართულობის მიმართულებით ძიუდოს ფედერაციასთან ერთად გეგმავს.

მიხარია, რომ პირადად გავიცანი ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები. ვისაუბრეთ მათი, როგორც სპორტსმენების და ჩემი, როგორც გულშემატკივრის ემოციებზე ბოლო ჩემპიონატიდან. მნიშვნელოვანია, მათი წარმატება არა მხოლოდ, როგორც მათი პირადი მიღწევის, არამედ, როგორც ქვეყნის სახელის გატანის და ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითის მიცემის მხრივ.

განვიხილეთ, რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა იმისათვის, რომ ძიუდო და ზოგადად, სპორტი კიდევ უფრო წახალისდეს და მოხდეს ახალგაზრდობის ჩართვა სპორტში. გავცვალეთ აზრები და კომიტეტთან და ფედერაციასთან ერთად ამ საკითხებზე გავაგრძელებთ მუშაობას," - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები