15 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ლევან იოსელიანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს მარკო ბოსნიაკს შეხვდა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

"შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მხრიდან შესული სარჩელების ხასიათი და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები განიხილეს.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს სტრასბურგის სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლოდ ამ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები