24 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
ვაკის პარკის საქმე - სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

”გრინსერვის+"-ის დირექტორის უფლებადამცველის განცხადებით, ამ პროცესზე არ იგეგმება არანაირი შუამდგომლობა. ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის თქმით, რაც უფრო მეტი მოწმე იკითხება, მით უფრო ცხადი ხდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. შესაბამისად მოლოდინი აქვს რომ საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლის მიერ გამამართლებელი იქნება.

"დღევანდელ პროცესზე იგეგმება ბრალდების მხარის სხვა მოწმეების დაკითხვა, თუმცა უკვე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა მოპოვებული, რაც დაადასტურებდა ლაშა ფურცხვანიძის ან სხვა ბრალდებულების დანაშაულს. მოლოდინი გვაქვს იმის რომ საბოლოოდ სასამართლო მიიღეს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც იქნება გამამართლებელი განაჩენი,“ - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

დღის ამბები