22 აგვისტო 2026,   20:02
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ფოთის პორტიდან 100 კილომდე ჰეროინი ამოიღეს

"კურიერის" ინფორმაციით, ფოთის პორტიდან 100 კილომდე ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. N6 ნავ-მისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გუშინ აღმოაჩინეს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. სატვირთო კი ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.

დღის ამბები