18 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, კაფე "სტრადაში" გუგა ფირცხალავას ესროლეს, რომელიც სხვა პიროვნებაში შეეშალათ 

ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მამაკაცი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველებმა 7 გასროლის ხმა გაიგეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ესროლეს გუგა ფირცხალავას, რომელიც სხვა პიროვნებაში შეეშალათ.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიბო მოქმედებები.

დღის ამბები