26 მაისის ღონისძიებები, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება. უკვე ტრადიციად ქცეულ კულმინაციური საღამოს მონაწილეები წელს სუხიშვილები, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი, სახელმწიფო კამერული გუნდი და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.