19 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ტურისტების მიმართ ძალადობის ბრალდებით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მას ტურისტების მიმართ ძალადობასა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

ინციდენტი ვაშლოვანის ნაკრძალში მოხდა.

ტურისტებთან შელაპარაკების ნიადაგზე "მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება

დღის ამბები