19 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
"გეცვას ფორმა და ემსახურებოდე ქვეყანას ძალიან საამაყოა" - რას ამბობენ ის პოლიციელები, რომლებმაც სპეციალური ჯილდოები მიიღეს

პოლიციელების პროფესიული დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, განსაკუთრებული დამსახურებისათვისა და მამაცობისთვის პოლიციელები დაჯილდოვდნენ.

პოლიციელებმა, რომლებმაც სპეციალური ჯილდო მიიღეს, მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

"თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას მათ კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, საპატრულო პოლიციის დანაყოფს ვულოცავ. ორმაგად ბედნიერი ვარ დღეს, რადგან დამაჯილდოვა ბატონმა მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისათვის. გეცვას ფორმა და ემსახურებოდე ქვეყანას ძალიან საამაყოა და ალბათ უფრო მეტად გამიათმაგდება პასუხისმგებლობა ამ ჯილდოს შემდეგ," - განაცხადა საპატრულო პოლიციის ოცეულის მეთაურმა, ანა ურთქმელიძემ.

31 მაისი პოლიციელების პროფესიული დღეა. თარიღი დღეს საგანგებოდ აღინიშნა თბილისში. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა. ადგილზე გამოფენილი იყო სპეცტექნიკა.

დღის ამბები