შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა პოლიციელს, ყველა შსს თანამშრომელს პროფესიული დღე. ამ დღეს ყველა პატარა ბავშვივით ველოდებით, ყველას გვიხარია ხოლმე. მინდა ვუსურვო ყველა თანამშრომელს ჯანმრთელობა, პირველ რიგში, და უსაფრთხოდ და უვნებელი დაბრუნებულიყოს ყველა პოლიციელი თავის ოჯახში. ასევე, მინდა განვითარება ვუსურვო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბევრი რაღაც შეიცვალა. მომავალში მე ვიქნები, თუ სხვა იქნება იქნება მინისტრი, მინდა რომ უფრო ძლიერი იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.