ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ მესაზღვრეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს 10 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესარულებისას, დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, შელაპარაკების ნიადაგზე თვითნებურად დაადო ხელბორკილები და განახორციელა გასროლა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.