15 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთი მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ საუბრობს, რომ საქართველოს არჩევანი კვლავ არის ევროპისკენ მიმართული, ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კარგი შესაძლებლობაა, როდესაც პრემიერ-მინისტრს უშუალოდ ევროპელ ლიდერებთან აქვს კომუნიკაცია და ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება ცხადი მკაფიო პოზიცია.

სარჯველაძის თქმით, აქ რა თქმა უნდა, უფასურდება ოპოზიციის ის ყალბი ნარატივი, თითქოს აქ რაღაც საგარეო ვექტორები იცვლება.

"კარგი შესაძლებლობაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი უშუალოდ ევროპელ ლიდერებთან იქონიებს კომუნიკაციას და შესაბამისად, ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება ცხადი, მკაფიო პოზიცია. იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩადის და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ საუბრობს იმასთან აკავშირებდათ, რომ საქართველოს არჩევანი კვლავ არის ევროპისკენ მიმართული, ბუნებრივია რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აქ რა თქმა უნდა უფასურდება ოპოზიციის ის ყალბი ნარატივი, რომელსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ავითარებენ, თითქოს იმ ილუზიის შესაქმნელად ევროპელებისთვის, რომ აქ რაღაც საგარეო ვექტორები იცვლება", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები