პრემიერის ვიზიტს და მოლდოვაში გაჟღერებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ყველა მხარე თანხმდება, რომ დღეს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ცალსახად უარი აქვს ნათქვამი შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ეს ხალხი და ეს ქვეყანა აქ რჩება. ევროპული მომავლის შენარჩუნება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით კი სამწუხაროდ, საბოტაჟი ხდება ევროკომისიის 12 პუნქტის. გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არცერთ ნაბიჯს არ დგამს იმისთვის, რომ ევროპასთან დაახლოვდეს.