15 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის ვიცე-პრემიერი მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.

განიხილეს თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება.

აღინიშნა, რომ გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

დღის ამბები