15 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
რა მიმართულებებმა შეცვალა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი პოზიტივისკენ და რა ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში

ჯანდაცვის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების სექტორები - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რამაც საქართველოში ინფლაციის დონე შეამცირა. ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ წინა თვეში, სტატისტიკა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და მიზნობრივ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე 0.1 მეათედი პროცენტით შემცირდა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ საქართველომ გამოწვევა დაძლია, თუმცა მსოფლიოსთვის ეს მიმართულება ისევ დიდ პრობლემად რჩება. აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი 8 პროცენტს გადასცდა ბრიტანეთში, 7.2 პროცენტით განისაზღვრა გერმანიაში, პოლონეთში თითქმის 15, შვედეთში კი 10.5 პროცენტი შეადგინა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაუბრუნდა იმ სტაბილურ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში პანდემიამდე არსებობდა. ეკონომიკის ექსპერტების თქმით, მაჩვენებლის ზრდის რისკი ამ დროისთვის აღარ არსებობს. ეკონომისტების შეფასებით, წლიური მაჩვენებლების შემცირება, ინფლაციური ზეწოლის მნიშვნელოვან კლებაზე მიანიშნებს.

დღის ამბები