20 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
მამაკაცს, რომელმაც საკუთარი ძმა მოკლა, ბრალს სავარაუდოდ დღეს დაუზუსტებენ

მამაკაცს, რომელმაც საკუთარი ძმა მოკლა, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს დაუზუსტებენ, რის შემდეგაც აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

დანაშაულის ადგილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კიბეა. 35 წლის კაცმა უმცროსი ძმა მშობლების თვალწინ სანადირო თოფით მოკლა. მოტივად, ამ დრომდე ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს. თუმცა ცნობილია ისიც, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან მიმალვა სცადა.

დღის ამბები