პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთის ნომერ პირველ საჯარო სკოლას ეწვია.
1000 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, თანამედროვე სტანდარების შესაბამისად არის აღჭურვილი. სასწავლო დაწესებულებაში განთავსებულია ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და სპორტული მოედნები.
სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.