04 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა

საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა ,– ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

სამართალდამცავებმა პირეუსის პორტში ორი საეჭვო კონტეინერი ამოიღეს, სადაც 161 კილოგრამი წონის კოკაინი აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, კონტეინერები ლათინური ამერიკიდან იყო გამოგზავნილი. საქმეზე 14 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები