"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მმართველ გუნდში აფასებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის აგრესიული დაჯგუფება რევოლუციური სცენარით.
"უნდა, რომ ეს კოალიცია თავის გარშემო შეინარჩუნოს. ამისთვის სააკაშვილის სახელი არის ერთი ხავსი, რომელსაც შეიძლება ჩამოეკიდოს, დანარჩენი რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, რომ თავისი პროგრამებით, გიგანტური აზრებით თავი მოაწონოს სხვა ოპოზიციურ ძალებს, არ გააჩნია.
როდესაც ვამბობ, რომ "ნაგავში იმყოფება", ეს გულისხმობს მთელ გუნდს, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა, რომელსაც შეიძლება იგივე გვარი მიადო და სახელი შეუცვალო, არაფერი შეიცვლება. შინაარსი არის ერთი, აგრესიული დაჯგუფება რევოლუციური სცენარით, სათავეში ჰყავთ ადამიანი, რომელმაც საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება მოახდინა, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებაც ვიცით - ქართული ჯარის ძარცვით, ჩართულია ქოლცენტრების სკანდალში და არის მეორე იდეოლოგიური ნაწილი, რომელიც შედგება ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის და წინ წამოწეული ხაბეიშვილის გუნდის სახით. მე არ მგონია, რომ ამ თემას ჰქონდეს განვითარება, თუ არა სერიოზული ფულადი რესურსების მობილიზება კეზერაშვილის მხრიდან.“ - ამბობს გია ვოლსკი.