15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქი-ბუქი, როდესაც შენ პირადად არაფერს წარმოადგენ - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ოპოზიციაში აფასებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას არაკორექტულს და არაეთიკურს უწოდებს.

"ძალიან არაკორექტული შეთავაზებაა ეს ყველაფერი და ძალიან არაეთიკური. პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქი-ბუქი, როდესაც შენ პირადად არაფერს არ წარმოადგენ. არ მჯერა ყოფილი ძალოვნების წინა ხაზზე ყოფნით ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების მითი. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ მას ეძახდე საშველად, არ მგონია სწორი იყოს. ყველა ზრდასრული ადამიანები არიან და უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც გადაწყვეტილებები ჩვენც შეგვიძლია ჩვენზე ავიღოთ,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ "ლელო" ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ აპირებს.

"მოქალაქეების დიდ უმრავლესობას, 60%-ზე მეტს, არც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და არც ქართლი ოცნების დარჩენა ხელისუფლებაში. ეს აჩვენებს სწორედ იმას, რომ "ლელოს" აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ შექმნას ის ალტერნატივა, რასაც ქართველი ხალხი ელოდება. არანაირ თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან, მით უმეტეს მის დღევანდელ შემადგენლობასთან არ ვაპირებთ. ცხადია, რომ ხაბეიშვილი, მერაბიშვილი იქნება თუ სხვა, დღესაც ელექტორალურად ცდილობს, რომ მიეწებოს მიხეილ სააკაშვილის სახელს. იმიტომ რომ სააკაშვილის გარეშე ნაციონალური მოძრაობა 5 ხმას ვერ აიღებს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები