"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მისი გუნდის წევრები ეხმაურებიან.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ აქ საუბარი არ არის ერთიან სიაზე ან ბლოკების შექმნაზე, მისი თქმით. აქცენტი უნდა გაკეთდეს ერთიან სასურველ მიზანზე.
"ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან. აქ არ არის საუბარი ერთიან სიაზე, რაღაც ბლოკების გაკეთებაზე, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობს. აქ არის საუბარი, შევთანხმდეთ რომ მაგალითად, ერთმანეთს არ დავესხმებით თავს, რომ ერთობლივად დავიცავთ საარჩევნო უბნებს. არ არის აუცილებელი, რომ საერთო სიით გავიდეთ ან პარტიები "დაბლოკდნენ" ან დაჯგუფდნენ და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველამ ვიბრძოლოთ ქართული ოცნების წინააღმდეგ და მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ტაქტიკები, ხერხები იქნება სხვადასხვა," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.