19 აპრილი 2024,   23:51
ვრცლად
5 ათასი ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით - რესტორან "რეტროს“ მფლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა

5 ათასი ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით - რესტორან "რეტროს“ მფლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა და პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. გარდა ამისა თეიმურაზ ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება ეკრძალება.

"რეტროს" მეპატრონე ორი დღის წინ დააკავეს. მას გამოძიება თანამშრომლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში რესტორნის ყოფილმა მენეჯერმა გაავრცელა. მომხდარიდან მეორე დღესვე ობიექტზე შრომითი ინსპექცია შევიდა, რესტორანი 30 ათასი ლარით დააჯარიმეს და მუშაობა შეაჩერეს.

დღის ამბები