ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ტრადიციული ხმაურით დაიწყო. ამჯერად, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაყენებულ საკითხებს მოჰყვა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რაინდი დუმბაძემ დაბა ლაითურში წყალმომარაგების პრობლემა დააყენა, ხოლო თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მალავს, რომ ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ევროკავშირის დაფინანსებულია.
აღნიშნულ საკითხებს პროტესტი მოჰყვა "ქართული ოცნების" მხრიდან. როგორც უმრავლესობაში განაცხადეს, ქალაქში გაკრულია შესაბამისი საინფორმაციო ბანერები, ევროკავშირის მიერ პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა და შესვენება გამოაცხადა.