15 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას რუსეთთან ფრენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას რუსეთთან ფრენების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის ცაზე ყველა ამერიკული საჰაერო ხომალდის ფრენა აკრძალა, საქართველო შტატების მხრიდან დასანქცირების საშიშროების ქვეშაა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და აკრძალა ყველა ამერიკული ბოინგის, საჰაერო ჰომალდის ფრენა რუსეთის ცაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი და შეწყვიტონ ფრენები რუსეთის მიმართულებით.

როგორც ამერიკის მხრიდან შეიძლება დადგეს სანქცირების გადაწყვეტილება, ძალიან მალე იმავე გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნები," - აცხადებს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა.

დღის ამბები