ვწუხვარ, რომ სამადაშვილის და მთელი რიგი ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რიტორიკა ერთიერთში ემთხვევა კობახიძის, თალაკვაძის და მდინარაძის მსჯელობას,-ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
როგორც კირკიტაძე აცხადებს, ოპოზიცია ძალიან დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს და ერთობის გარეშე მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
"არ სჭირდებათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა როდესაც საუბარი არის ბარიერის დაწევაზე?! დადგება ეს საკითხი და ვნახავთ, როგორ წაიღებენ უკან თავიანთ სიტყვებს. ძალიან ჩქარობენ ხოლმე და რაღაც კომპლექსი "აკიდა" "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით პროდასავლური ოპოზიციიდან. ძალიან ჩქარობენ და ძალიან მოუზომელ განცხადებას აკეთებენ - ეს არ მოიტანს მათთვის კარგს.
საზოგადოებამ განსაჯოს, ერთობას შეუძლია თუ არა ბევრი რამის მიღწევა. საზოგადოებამ განსაჯოს გასაჯანსაღებელია თუ არა წინასაარჩევნო გარემო იმისათვის, რომ მთელ რიგ პოლიტიკურ ძალებს მიეცეს საშუალება, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდეს.
ვწუხვარ, რომ სამადაშვილის და მთელი რიგი ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რიტორიკა ერთიერთში ემთხვევა, კობახიძის, თალაკვაძის და მდინარაძის მსჯელობას. ისე არ მოხდეს, ამ ადამიანებს მოუწიოთ მოსვლა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის თხოვნა,"-აცხადებს კირკიტაძე.