26 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
სიღრმისეულად დავიწყეთ მუშაობა, რომ მაიამი და აჭარა გავხადოთ საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები - თორნიკე რიჟვაძე შტატებში ვიზიტს განაგრძობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შტატებში ვიზიტს განაგრძობს. მაიამის მერთან შეხვედრაზე აჭარისა და მაიამის დამეგობრების გადაწყვეტილება მიიღეს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დასახეს გეგმები კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება ტურიზმის მიმართულებით.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძე მაიამი ბიჩის მერს, "გლობალ მაიამის" ვიცე-პრეზიდენტს, საჯარო და ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

"ჩვენ სიღრმისეულად დავიწყეთ მუშაობა, რომ მაიამი და აჭარა გავხადოთ საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები. ამ მიმართულებით ბევრი აქტივობა დავგეგმეთ, ვაპირებთ სიღრმისეულ თანამშრომლობას," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები