არასოდეს არც ერთ ოფიციალურ პირს საქართველოში არ უთქვამს, რომ ევროკავშირი ან რომელიმე ცალკეული პარტნიორი, არის ის, ვისაც სურს ჩაითრიოს საქართველო ომში ან გახსნას მეორე ფრონტი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან, უკრაინელი ჩინოვნიკებისგან, - ამის შესახებ მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის პირველი სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ქვეყანა ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რამდენად ვაფასებთ ევროკავშირთან პარტნიორობას და რამდენად ვაფასებთ წლების განმავლობაში ერთად მუშაობას და თანამშრომლობას. რამდენი გავაკეთეთ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, რომ ვიყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის განცხადებები, რომლებიც დღეს მოვისმინე, ჩვენთვის ცოტა შემაწუხებელი და იმედგაცრუებაა.
თქვენს ინფორმაციასა და ზოგიერთ განცხადებას დღეს მივყავართ ერთი ნაბიჯით წინ პოლარიზაციისკენ, არა დეპოლარიზაციისკენ. ინფორმაცია, რომელიც უკვე გავრცელდა ჩვენi ოპოზიციონერi კოლეგების მხრიდან, დღეისთვის ამან მხოლოდ სიძულვილის ენა წარმოქმნა. მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსთვის არ არსებობს გზა გარდა ევროკავშირისა.
ბევრს ვაკეთებთ, რამდენად ვცდილობთ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს ეს შიდა პოლიტიკური მღელვარება. არასოდეს არც ერთი ოფიციალურ პირს საქართველოში არ უთქვამს, რომ ევროკავშირი ან რომელიმე ცალკეული პარტნიორი, არის ის ვისაც სურს ჩაითრიოს საქართველო ომში ან გახსნას მეორე ფრონტი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან, უკრაინელი ჩინოვნიკებისგან," - აცხადებს მაია ბითაძე.