15 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
რუსთავის ბიუჯეტი იზრდება - გაზრდილი ბიუჯეტი და დაგეგმილი ახალი ინიციატივებიმერიამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა

რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტი და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ახალი ინიციატივები, რუსთავის მერიამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა.

ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების დეტალებზე, რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ქალაქის მერმა, ნონო ლაცაბიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. განსახილველ საკითხთა ნუსხაშია 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების, შშმ პირებისთვის რუსთავიდან თბილისამდე ტრანსპორტის საფასურის სუბსიდირება.

თემების აქტუალობიდან გამომდინარე, ნინო ლაცაბიძე რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

 

დღის ამბები