15 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ფაქტია, რომ საკუთარ თანაგუნდელებსაც ვერ აერთიანებენ ერთი სტრატეგიის ირგვლივ და როგორ დავიჯეროთ, რომ რაღაც გასაღები აქვს "ენმ-ს" - ბექა ლილუაშვილი

საპარლამენტო არჩევნები 2024 და ოპოზიციის გეგმები - რა ერთობა შეიძლება ვიხილოთ და ვინ სად ხედავს გამარჯვების გასაღებს? - ამ ეტაპზე ალიანსისკენ კოლეგებს მოუწოდებს "ლელო," თუმცა კარს ღიას ტოვებს ყველასთვის, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა."

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ პრიორიტეტი მცირე პროცენტის მქონე პარტიებისთვის, მიზანი პარლამენტში რამდენიმე მანდატის მოპოვება კი არ უნდა იყოს, არამედ საჭიროა საერთო გეგმაზე მუშაობა, რათა მოახერხონ ხელისუფლების შეცვლა.

ამ ორ შეთავაზებას აფასებენ სხვა პარტიებიც. გიორგი გახარიას გუნდის წევრებისთვის 2-ვე შეთავაზება გაუგებარია.

"ერთიც სისულელეს ამბობს და მეორეც... როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" გასაღებების ქონისა და რაღაცა გაერთიანებების, როდესაც თავიანთი გუნდი და თანამებრძოლები ვერ გაუერთიანებიათ. ზოგი პარტიიდან გარბის, ზოგი გაურკვეველ პოლიტიკურ პლატფორმებს ქმნის და შიგნით აქვთ ისეთი მძიმე სიტუაცია. ფაქტია, რომ საკუთარ თანაგუნდელებსაც ვერ აერთიანებენ ერთი სტრატეგიის ირგვლივ და როგორ დავიჯეროთ ჩვენ, რომ რაღაც გასაღები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". რომც ჰქონდეთ ეს გასაღები, ამ ქვეყნის ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს საერთოდ არ უნდა "ნაციონალური მოძრაობის" დანახვა და მეორეს მხრივ, როცა ვიღაცა ამბობს მესამე მიზიდულობის ცენტრის გამოცხადებაზე, ასე თვითგამოცხადებულად მესამე ცენტრი არ იქმნება," - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები