15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
პრეზიდენტს პრაქტიკულად უფლება წაართვეს და კიდევ ერთხელ გაილაშქრეს სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ - ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან მიმართებით მმართველი გუნდი კვლავ უზურპირების მეთოდ იყენებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ საკუთარი ხელდასხმული ადამიანი დანიშნონ ეროვნული ბაკის პრეზიდენტის პოსტზე.

"ეროვნული ბანკი საბოლოო დამოუკიდებლობით არასდროს არ სარგებლობდა, ამას ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის რომ პრეზიდენტს პრაქტიკულად უფლება წაართვეს და კიდევ ერთი გალაშქრება იყო, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომ თავიდან ბოლომდე მათივე ხელდასხმული ადამიანი დანიშნონ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, არის ზუსტად იმ უზურპირების კონტექსტი, რაზეც ჩვენ სულ ვსაუბრობთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თუ მესტვირიშვილის შეცვლას აპირებენ მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ნათია თურნავათი, მაშინ ამ ვეტოს დაძლევას აზრი გააჩნია, თუმცა ეს საკმაოდ კონფლიქტური გადაწყვეტილება იქნება.

"ამ ვეტოს კონკრეტული შინაარსი ჰქონდა მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტმა დაადო და ფაქტობრივად ეს წყვეტდა ვინ გახდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი თუ ნათია თურნავა და იმის შემდეგ, რაც ეს ფაქტი დადგა, უკვე მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს კანონი მიღებული თუ არა, რადგან სადაო ნორმა აირს დროებითი ნორმა, რომელიც ასევე დაკარგავს აზრს, როდესაც ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული და დეკემბრამდე თუ მესტვირიშვილის შეცვლას აპირებენ მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ნათია თურნავათი, მაშინ ამ ვეტოს დაძლევას აზრი გააჩნია, თუმცა ეს საკმაოდ კონფლიქტური გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დღის ამბები