რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. ამასთან, პუტინი ამბობს, რომ არ აქვთ საკმარისი თანამედროვე იარაღი, თუმცა, დარწმუნებულია, ყველა ის მიზანი, რაც მათ სამხედრო მრეწველობას დაეკისრა, შესრულდება.
"პირველ რიგში, დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა ხუთი დღის განმავლობაში. მაგალითად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, იყო ძალიან ინტენსიური დაპირისპირებები, და მტერმა ვერც ერთ სექტორში ვერ მიაღწია წარმატებას, დიახ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი თანამედროვე იარაღი, მაგრამ ჩვენი მრეწველობა, ჩვენი სამხედრო ინდუსტრიული სექტორი სწრაფად ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ყველა ის მიზანი, რაც ჩვენს სამხედრო მრეწველობას დაეკისრა, შესრულდება. ინტენსიური ზრდაა თანამედროვე იარაღის წარმოებაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით უკრაინის რეჟიმის ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგების," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, წინა დღით კონტრშეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ დასავლური მედიაც წერდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ყველა შეტევა მოგერიებულია.