"დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც უკვე ეხმარება და ვინც უკრაინას ეკითხება, თუ როგორ დაეხმაროს მას," - მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში იღებს ახალ ცნობებს კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ.
"დღის განმავლობაში ვიღებ ცნობებს ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში სამაშველო ოპერაციის შესახებ, კახოვკას წყალსაცავის მდგომარეობის შესახებ - ფაქტობრივად, მისი ნაშთების შესახებ. არსებობს გამოწვევების დიდი რაოდენობა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ისინი ყველა შესაძლო დონეზე. ახლა მთავარია, რომ ამის გასაკეთებლად საჯარო პოტენციალი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც უკვე ეხმარება და ვინც უკრაინას ეკითხება, თუ როგორ დაეხმაროს მას.
მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკვე მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარება ადამიანებს. დაეხმარეთ ადამიანებს, ცხოველებს, ყველა ცოცხალ არსებას. ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ ლიდერებს და სხვა სახელმწიფოებს, დაინახონ რა მოხდა და დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი. რუსმა ტერორისტებმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე, რაც გააკეთეს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.